დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1885 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024617 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1885
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადახდისათვის განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე პერიოდისათვის მობილიზებული რესურსი საკმარისი არ არის მუნიციპალიტეტის მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად;
ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 აგვისტოს №36 განკარგულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა, დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე უპროცენტო სესხის აღების თაობაზე.
2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლება მიეცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მოკლევადიანი სესხის აღების თაობაზე.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:
ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;
ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;
გ) სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა.
4. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები