დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „დაციტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1884 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024620 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1884
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „დაციტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ზეგანის სატყეო კვარტალ 42-ის ლიტერ 10-30-ში მდებარე 45 266 კვ. მ (ს/კ: 23.14.35.566) მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა, ხე-მცენარეების ჭრის უფლებით, შპს „დაციტის“ (ს/კ: 248048688) განესაზღვროს 2022 წლის 15 მარტამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები