დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1882 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024618 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1882
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირი (ს/კ: 204874911) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირს შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.3 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ამავე ხელშეკრულების 5.3 და 5.4 მუხლების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები