დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის („ახალგაზრდების დაკავშირება ხელოვნების მეშვეობით: EU-EaP საზაფხულო ბანაკი 2017“) მოწყობისთვის სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1972 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024614 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1972
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის („ახალგაზრდების დაკავშირება ხელოვნების მეშვეობით: EU-EaP საზაფხულო ბანაკი 2017“) მოწყობისთვის სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის („ახალგაზრდების დაკავშირება ხელოვნების მეშვეობით: EU-EaP საზაფხულო ბანაკი 2017“) მოწყობისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები (საავტომობილო, საჰაერო და სასტუმროს მომსახურება) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აგვისტოს №1811 განკარგულების თანახმად მოწონებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული საგრანტო თანხის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები