2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპების განსაზღვრის შესახებ

2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1881
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024603
1881
07/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
000000000.00.003.024603
2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1881

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპების განსაზღვრის შესახებ

1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018-2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით, შემდეგი სახით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების (კოდი – 02) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 1 ივლისი;

ბ) აგრარული მეცნიერებების მიმართულების (კოდი – 01) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 დეკემბერი;

გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 დეკემბერი;

დ) სამართლის მიმართულების (კოდი – 06) და ჯანდაცვის მიმართულების (კოდი – 09) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2019 წლის 1 ივლისი;

ე) საზღვაოსნო მეცნიერებების (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა) დარგისა/სპეციალობისა (კოდი – 1110) და განათლების მიმართულების (კოდი – 03) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2019 წლის 31 დეკემბერი;

ვ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2019 წლის 31 დეკემბერი;

ზ) ინჟინერიის მიმართულების (კოდი – 04) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 1 ივლისი;

თ) მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების (კოდი – 05) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბერი;

ი) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების (კოდი – 10) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1 ივლისი;

კ) სოციალური მეცნიერებების მიმართულების (კოდი – 07) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 31 დეკემბერი;

ლ) მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების მიმართულების (კოდი – 11) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა საზღვაოსნო მეცნიერებების (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა) დარგისა/სპეციალობისა) ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 1 ივლისი;

მ) ხელოვნების მიმართულების (კოდი – 08) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბერი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, განსაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ამ განკარგულებით განსაზღვრული ხელახალი აკრედიტაციის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადის გასვლის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი