დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ტოდინი კონსტრუციონი ჟენერალი-ს ფილიალი ტოდინი ს.პ.ა. ფილიალი თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1880 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024607 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1880
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „ტოდინი კონსტრუციონი ჟენერალი-ს ფილიალი ტოდინი ს.პ.ა. ფილიალი თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „ტოდინი კონსტრუციონი ჟენერალი-ს ფილიალი ტოდინი ს.პ.ა. ფილიალი თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202460121) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადით, ყოველწლიური საიჯარო ქირით – 11165 (თერთმეტი ათას ას სამოცდახუთი) ლარად გადასცეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე 58149.00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №27.11.41.105).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები