დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1963 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024605 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1963
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიეცეს წინასწარი თანხმობა, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (СPV 42900000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამით „სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება“ (პროგრამული კოდი: 37 04) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები