დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1960 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024597 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1960
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მიეცეს წინასწარი თანხმობა, 8887 (რვა ათას რვაას ოთხმოცდაშვიდი) ლარის ღირებულების კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (CPV30200000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები