შპს „კასლეთი 2“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

შპს „კასლეთი 2“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1958
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024580
1958
13/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024580
შპს „კასლეთი 2“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №195 8

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „კასლეთი 2“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „კასლეთი 2-ს (ს/კ : 406107118 ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 9 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად 685 (ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, „ქვედა წვირმიდში“ მდებარე 652.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 42.16.42.664).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის – 685 ( ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარ ის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროლეას“, შპს „კასლეთი 2“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით (შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) გათვალისწინებული „კასლეთი 2 ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                 გიორგი კვირიკაშვილი