„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის №1525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1877
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024590
1877
07/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
000000000.00.003.024590
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის №1525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1877

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის 1525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის №1525 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროექტის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 508 400 (ერთი მილიონ ხუთას რვა ათას ოთხასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი