დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 5“-ის დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1876 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024586 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1876
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 5“-ის დაფინანსების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 5“-ის დაფინანსების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 5“-ის დაფინანსების მიზნით 12 მლნ ევროს ოდენობის სესხის (ჩვეულებრივი სასესხო რესურსები – OCR (Ordinary Capital Resources) პირობებით) გამოყოფის თაობაზე შემდეგი ფინანსური პირობებით:
OCR სესხის ფინანსური პირობები:
● სესხის ხანგრძლივობა – 22 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 15 წელი);
● საპროცენტო განაკვეთის ტიპი – 6-თვიან EURIBOR-ს დამატებული ფიქსირებული მარჟა 0.7%;
● სესხის ვალუტა – ევრო;
● ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee) – წლიური 0.15%.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5“-ის დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის №1071 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები