სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1875
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024585
1875
07/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
000000000.00.003.024585
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1875
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის შესახებ
 
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოლოგიური პარკისშენობის (მდებარე: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა №7) ნულოვან სართულზე არსებული ფართი (საერთო ფართი: 2 მ2), ბანკომატისა და სწრაფი გადახდის აპარატის განთავსების მიზნით (1 ერთეული ბანკომატი – 1 მ2; 1 ერთეული სწრაფი გადახდის აპარატი – 1 მ2), 2020 წლის 31 დეკემბრამდე, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადასცეს შესაბამის პირებს.
2. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
 
 
პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი