„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1394 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1394 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024581
  • Word
1955
13/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024581
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1394 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1955

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1394 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1394 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 12 093 000 (თორმეტი მილიონ ოთხმოცდაცამეტი ათასი) ლარისა, კერძოდ:

ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 589 000 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარისა;

ბ) ხობის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

დ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 425 000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდახუთი ათასი) ლარისა;

ე) საჩხერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 329 000 (ერთი მილიონ სამას ოცდაცხრა ათასი) ლარისა;

ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 010 000 (ერთი მილიონ ათი ათასი) ლარისა;

ზ) სენაკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა;

თ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა, მათ შორის, საპროექტო სამუშაოებისათვის – არაუმეტეს 62 000 (სამოცდაორი ათასი) ლარისა;

ი) ახალციხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარისა;

კ) ადიგენის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარისა;

ლ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) ლარისა.“.

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი