დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის №461 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1953 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024591 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1953
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის №461 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის №461 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, 2017 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს 39 ერთეულით, მათ შორის, მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა – 13 ერთეულით, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 26 ერთეულით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები