დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1870 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024568 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1870
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების მოწონების თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი – 35 03 03 02) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერების შედეგად გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებები:
ა) ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის შესყიდვა; ლევემირი პენფილი 100სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი – 1 375 (ერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) კარტრიჯი; CPV კოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი - SPA170010224);
ბ) ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგის შესყიდვა; ნოვორაპიდი პენფილი 100სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი – 2 138 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი) კარტრიჯი; CPV კოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი – SPA170010227).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები