საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1868
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024579
1868
07/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
000000000.00.003.024579
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1868
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით
განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2017 წლის 12-15 სექტემბერს, ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გასამართ 29-ე ევროპის უმსხვილეს საგანმანათლებლო კონფერენცია-გამოფენაში (EAIE Conference and Exhibition) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობისათვის მარკეტინგული (ბეჭდვითი) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან (პროგრამის − „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისება“ (პროგრამული კოდი: 32 04 02) ქვეპროგრამის − „ვისწავლოთ საქართველოში“ (პროგრამული კოდი: 32040208) ფარგლებში).

 

პრემიერ-მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი