აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე

  • Word
აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1947
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024575
  • Word
1947
13/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024575
აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1947

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება აბაშის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №1213 განკარგულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტისათვის მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოყოფილი თანხის – 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში, „ნატებეს“ მასივში, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

პრემიერ-მინისტრი    გიორგი კვირიკაშვილი