საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1945
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024573
  • Word
1945
13/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024573
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1945

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 3702) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის 230 000 ლიტრი პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი