დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1943 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024571 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1943
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
გორის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „წარსულიდან მომავალში საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოხუცებულთათვის გორის მუნიციპალიტეტში“ განსახორციელებლად, რაჩიეჰოვიცეს მუნიციპალიტეტის მეშვეობით მიიღოს გრანტი არა უმეტეს 68 354 (სამოცდარვა ათას სამას ორმოცდათოთხმეტი) ევროს ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები