დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1938 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024564 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1938
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნესსკოლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „მჭევრის დამოუკიდებელ ბიზნესსკოლას“ (ს/კ: 208142339) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 31865.50 (ოცდათერთმეტი ათას რვაას სამოცდახუთი ლარი და 50 თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება.
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები