სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1934
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024560
1934
13/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024560
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1934

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩაზე მდებარე 13359 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა ფართით – 49.40 კვ. მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.01.56.322) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 (ასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანას“ (ს/კ: 227720017).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის“ (ს/კ: 227720017) საკუთრებაში არსებულ, №51.01.56.052 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული ღვინის ქარხნისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) 51.01.56.322 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე 10 (ათი) ერთეული ავზის (თითოეული, არანაკლებ 40 000 ლიტრი ტევადობის მქონე) და სამაცივრე დანადგარ(ებ)ის განთავსებას) მოწყობა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.

3. სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                               გიორგი კვირიკაშვილი