სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1930
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024554
  • Word
1930
13/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024554
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1930

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ (ს/ნ: 215147990) 75%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 24 589 000 (ოცდაოთხი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს (ს/ნ: 404518713).

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ –სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს (ს/ნ: 404518713) შორის გასაფორმებელი შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება).

3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული საწარმოს 75%-იანი წილის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების 3.1 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში;

ბ) პირადად, ხელშეკრულებით განსაზღვრული აფილირებული პირ(ებ)ის ან მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების მიზნით, არანაკლებ 150 000 000 (ას ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ბ.ა) არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი დადასტურების გაცემიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში;

ბ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ოდენობა – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი დადასტურების გაცემიდან 11 (თერთმეტი) წლის განმავლობაში.

4. შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“ (ს/ნ: 404518713) ვალდებულია, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულებისა და მე-5 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების შესრულების, ასევე ხელშეკრულების 5.11 და 5.12 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის საქართველოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 11 (თერთმეტი) წლისა და 10 (ათი) თვის განმავლობაში და რომლის უკან დაბრუნებაც შესაძლებელია ხელშეკრულების 6.4 მუხლის შესაბამისად.

5. შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“ (ს/ნ: 404518713) ვალდებულია, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებისა და ხელშეკრულების 5.11 და 5.12 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი დადასტურების გაცემიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის საქართველოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული ახალი ან ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, იმავე ოდენობის, შეცვლილი, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც შეიძლება შემცირდეს ხელშეკრულების 6.8 მუხლის შესაბამისად და რომლის მოქმედების ვადა ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი