ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სამეცნიერო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სამეცნიერო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 04/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 18/05/1992
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000042
-
20/05/1992
გაურკვეველი, -, 04/12/1997
430003000.00.000.000042
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სამეცნიერო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ხელშეკრულება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩეხეთის

და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის

მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და

სამეცნიერო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, რომლებსაც შემდგომში ეწოდებათ „მონაწილე მხარეები“,

ითვალისწინებენ რა ტრადიციული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აუცილებლობას,

ისწრაფვიან რა საქართველოს რესპუბლიკასა და ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განვითარებისაკენ,

მხედველობაში იღებენ რა ორივე რესპუბლიკის ეკონომიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს,

ხელმძღვანელობენ რა თანასწორუფლებიანობის, ორმხრივი სარგებლიანობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი 1

მხარეთა საგარეო-ეკონომიკური კავშირების მონაწილენი, როლებიც შემდგომში იწოდებიან „სუბიექტებად“, ანგარიშსწორებასა და ანაზღაურებას განახორციელებენ თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტაზე და მიმდინარე მსოფლიო ფასებში საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ პრაქტიკაში მიღებული პრინციპების საფუძველზე, ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების მთლიან კომპლექსში.

კარი 2

მხარეთაგან თითოეული მიანიჭებს საუკეთესო ხელშეწყობის რეჟიმს საქონელს, რომელიც შევა მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიიდან. საუკეთესო ხელშეწყობის რეჟიმი არ ვრცელდება:

ა) მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთის მიერ მეზობელი ქვეყნისათვის მიცემულ გარკვეულ უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებისათვის;

ბ) უფლებებზე, რომელითაც სარგებლობს ერთ-ერთი მონაწილე მხარე საბაჟო კავშირებსა ან თავისუფალ სავაჭრო ზონებში მონაწილეობის საფუძველზე.

კარი 3

საქართველოს რესპუბლიკასა და ჩეხეთის და სლოვაკეთის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საქონლის ურთიერთგაცვლა და მომსახურების გაწევა მოხდება იმ კონტრაქტების საფუძველზე, რომლებმაც დადებენ მონაწილე მხარეთა საგარეო-ეკონომიკური კავშირების განხორციელების უფლებამოსილი სუბიექტები.

კარი 4

ორივე მონაწილე მხარისათვის აუცილებელი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განხორციელების მიზნით საქონლისა და მომსახურების მოცულობა და ასორტიმენტი, როგორც წესი, განისაზღვრება მიწოდების სიების მიხედვით ყოველი შემდგომი წლისათვის.

საქონლისა და მომსახურების ნომენკლატურა და მოცულობა ყოველი შემდგომი წლისათვის დაზუსტდება არა უგვიანეს იმ წლის 30 სექტემბრისა, რომელიც წინ უძღოდა მიწოდების წელიწადს.

მონაწილე მხარეები მიიღებენ ყველა ზომებს იმისათვის, რომ შექმნან აუცილებელი პირობები სიების მიხედვით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების კონტრაქტების დადებისა და რეალიზაციისათვის. ამასთან, ანაზღაურებისა და ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული იქნება მსოფლიო ფასები და თავისუფლად კონვერტირებული ვალუტა ბარტერული გარიგებებისა და მსოფლიო ვაჭრობის პრაქტიკაში მიღებული სხვა ფორმების გამოყენებით.

კარი 5

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი და ჩეხეთის და სლოვაკეთის სავაჭრო ს.ს. ბანკი შეათანხმებენ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების ანაზღაურების ფორმებს.

მონაწილე მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მოლაპარაკებების საფუძველზე შეიძლება განხილული იქნეს ცალკეული შემთხვევები, როცა სუბიექტებს შორის ანგარიშსწორება განხორციელდება მათი ქვეყნების ეროვნული ვალუტით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მონაწილე მხარეთა კანონმდებლობას.

კარი 6

არასავაჭრო ოპერაციების ყველა სახეზე ანგარიშსწორება განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტაზე. მონაწილე მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება განხილულ იქნეს ცალკეული შემთხვევები, როცა სუბიექტებს შორის არასავაჭო ოპერაციების ცალკეულ სახეობებზე ანგარიშსწორება განხორციელდება მათი ქვეყნების ეროვნული ვალუტით.

კარი 7

მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკური და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ურთიერთვაჭრობის გარდა ასეთი თანამშრომლობა მოიცავს წარმოების კოოპერირების გაფართოებას, ერთობლივი საწარმოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების შექმნას, ტურიზმის განვითარებას, აგრეთვე მსოფლიო ეკონომიკაში მიღებული თანამშრომლობის სხვა პროგრესული ფორმების დანერგვას.

კარი 8

წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შეიძლება რეექსპორტირებული იქნას მესამე ქვეყანაში მხოლოდ ექსპორტიორის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

კარი 9

მონაწილე მხარეთა სუბიექტების ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური ნამუშევრები არ შეილება გამოქვეყნდეს და გადაეცეს მესამე პირებს მოცემული სუბიექტების თანხმობის გარეშე.

კარი 10

წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მსვლელობის განსახილველად მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები აუცილებლობის შემთხვევაში შეიკრიბებიან რიგრიგობით თბილისსა და პრაღაში წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მსვლელობის განსახილველად.

კარი 11

წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე ხელშეკრულებამდე დადებულ ჩეხოსლოვაკიის და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.

კარი 12

წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებები ან დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს მონაწილე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

კარი 13

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა მისი ხელმოწერილის დღიდან და იდება განუსაზღვრელი ვადით. ამავე დროს ხელმომწერ მხარეთაგან ნებისმიერს შეუძლია მისი შეწყვეტა ნოტიფიკაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას კარგავს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნოტის გადაცემიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია 1992 წლის 20 მაისს, პრაღაში ორ ნამდვილ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და რუსულ ენებზე და სამივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა.

 

საქართველოს რესპუბლიკის

მთავრობის მხრიდან

 (ხელმოწერილია)

ჩეხეთის და სლოვაკეთის

ფედერაციული რესპუბლიკის

მთავრობის მხრიდან

(ხელმოწერილია)