დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №2496 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1866 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024555 |
1866
07/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
000000000.00.003.024555
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №2496 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1866
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №2496 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №2496 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ხელოვნური საფარის მქონე სპორტული მოედნის (ფართით − არანაკლებ 3500 კვ.მ-ისა) შექმნა 2017 წლის 31 დეკემბრამდე;“;
„გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 280 000 (ორას ოთხმოცი) ათასი ლარის დახარჯვა.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები