დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1864 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024551 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1864
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (დმსმ) სექციური ცვლილებების (WREP SRP) პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს“ (ს/ნ: 201955090) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მცხეთის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.19.517) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობა „პატარა თელადუმას“ (Ulmus minor Mill.) 1 (ერთი) ინდივიდი.
2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები