დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტინგენტის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1862 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024549 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1862
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტინგენტის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტინგენტის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში − ცენტრი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოხმარების მიზნით, გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებით დამტკიცებული „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი (ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) − ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა − 50 (ორმოცდაათი) დოზა.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები