დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1854 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024542 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1854
2017 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიეცეს უფლება, ქ. თბილისში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის (აბდუშელიშვილის ქ. №1) ელექტროსისტემისათვის საჭირო აკუმულატორების, უწყვეტი კვების წყაროების (UPS) და საჭირო სათადარიგო ნაწილების, გაგრილების სისტემის, აგრეთვე თანმდევი მონტაჟის, პროგრამირებისა და სარემონტო-სარეაბილიტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, წინასწარი ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი გარანტიის საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები