დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1853 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024541 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1853
2017 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.555); 436.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.554); 440.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.312) და 6991.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.530) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „აჭარის კურორტებს“ (ს/კ: 245547396).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა;
ა.ბ) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადახდა;
ა.გ) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარის გადახდა;
ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მათ ნაწილზე და სს „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებულ, №05.34.22.121 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რომელიც არ მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და შპს „ADJARA RESORTS HOLDING B.V“-ს შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სს „აჭარის კურორტების“ აქციათა 100%-ისა და სს „მესხეთის“ აქციათა 52.83%-ის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინვესტიციას.
3. სს „აჭარის კურორტები“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები