დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არიკისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1852 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024540 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1852
2017 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არიკისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „არიკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №400097532) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 472 985 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №56.11.57.063), სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 1 020 818 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №56.11.57.038), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 235 600 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №55.34.52.015) და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 552 701 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №55.34.52.065) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით – 18 900 (თვრამეტი ათას ცხრაასი) ლარად.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის – 18 900 (თვრამეტი ათას ცხრაასი) ლარის გადახდა;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში შპს „არიკის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №400097532) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის არანაკლებ 200 ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელი (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკების/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) გაშენება;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ყოველი წლის დეკემბერში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „არიკმა“ წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები