„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 177/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017429
177/ნ
06/10/2017
ვებგვერდი, 09/10/2017
040030000.22.022.017429
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №177/ნ

2017 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2016 წლის 3 ნოემბრის №1319277 წერილით, მოთხოვნილ ინფორმაციაზე  2008 წლის მდგომარეობით სსიპ  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის სახელწოდებასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში საჯარო სკოლების ნუსხაში არ ფიქსირდება სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა. ბრძანებაში ფიქსირდება მხოლოდ სოფ. I ქესალოს სკოლა (მისამართი: სოფ. I ქესალო) და სოფ. ქესალოს სკოლა (მისამართი: სოფ. ქესალო). მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ფიქსირდება 2009 წლის 22 აპრილიდან, როგორც სოფ. ქეშალოს საჯარო სკოლა (მისამართი: სოფ. ქესალო), შესაბამისად, გასწორებულია სკოლის სახელწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზი, თუმცა ისევ შეცდომით არის ასახული სკოლის მისამართი  სოფლის დასახელება. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 აგვისტოს №704 ბრძანების შედეგად კი გამოსწორდა მისამართთან დაკავშირებული ხარვეზიც და მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლათა ჩამონათვალში გაჩნდა სოფ. ქეშალოს საჯარო სკოლა (მისამართი: სოფ. ქეშალო).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით:

1. სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელიც ითხოვდა დაკარგული ატესტატის დუბლიკატის გაცემას) 2016 წლის 26 ოქტომბერს №1279978 წერილით მიმართა ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ითხოვა შუამდგომლობა სსიპ  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლასთან, რათა მიეღო მოქალაქის მიერ საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, პედაგოგიური საბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებები და ოქმები (აღნიშნული დოკუმენტების ასლების დართვით). ზემოხსენებული კორესპონდენციის პასუხად, სსიპ  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის დირექტორის 2016 წლის 28 ოქტომბრის №1293637 წერილის თანახმად, მოქალაქე ჩარიცხულ იქნა სოფ. ქეშალოს საშუალო სკოლის I (პირველ) კლასში 1999 წელს და დაამთავრა სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის IX (მეცხრე) კლასი 2008 წელს.

2. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდგომ, სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2016 წლის 1 ნოემბერს №1309045 წერილით მიმართა ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის თანახმადაც მოითხოვა სსიპ  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის ზუსტი იურიდიული დასახელება (სამართლებრივი ფორმის მითითებით) 2008 წლის მდგომარეობით. ასევე, 2008 წელს ფუნქციონირებდა თუ არა სსიპ  მარნეულის რაიონის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის 1 ნოემბრის №1309045 წერილის პასუხად წარმოდგენილ იქნა ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ნოემბრის №1319980 წერილი, რომლის თანახმადაც სკოლის ზუსტი იურიდიული დასახელება 2008 წლის მდგომარეობით იყო სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა და ფუნქციონირებდა ქ.მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე.

წარმოდგენილი წერილებით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა (მისამართი: სოფ. ქეშალო) რეალურად არსებობდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების მიღების პერიოდშიც, 2008 წელსაც და დღემდე შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

ზემოაღნიშნული ფაქტი დასტურდება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 დეკემბრის №1490103 სამსახურებრივი ბარათით, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 12 სექტემბრის №1056547 სამსახურებრივი ბარათით, რომლითაც წარმოდგენილია 2006-2009 წლებში ქეშალოს სკოლისათვის გადარიცხული ვაუჩერის ოდენობის შესახებ.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:


მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა (მისამართი: სოფ. ქეშალო) დაფუძნებულად ჩაითვალოს 2005 წლის 15 სექტემბრიდან.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა