დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016250 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 4.08.2014 წ., 010250020.35.164.016119) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები აპარატი შედგება აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – საკრებულოს აპარატის უფროსისა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.“; 3. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი.“; ბ) პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი (შემდგომ – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“. 4. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ატარებს საკრებულოში შექმნილი საკონკურსო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები