„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 25/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016529
79
25/09/2017
ვებგვერდი, 25/09/2017
120010000.22.026.016529
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №79

2017 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016447) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 25 სექტემბრიდან.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი