დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016059 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კადრების მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.“. |
2.
დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
3.
დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგების (ნუსხები) და სტრუქტურების პროექტებს; ე) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურებრივ ინსტრუქციას კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობას საჭიროების შემთხვევაში განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; ვ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს კადრების მთავარ სამმართველოში მოსამსახურეთა დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილებების, წახალისების, თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა საკითხებზე;“. |
4.
დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“. |
5.
დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. |
6.
დებულების მე-9 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები