დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.030.016167 |
|
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის №242 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2009, №156, სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.013.902) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოებთან, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობასთან მუშაობა, მათ შორის, საჭირო დოკუმენტაციისა და მასალის მოძიების მიზნით; ბ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს საელჩოების, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ოპერატიული ინფორმირება მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის სიტყვიერი ან წერილობითი სახის გადაწყვეტილებათა თაობაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა; დ) ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან (საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური, ევროკომისია, ევროპარლამენტი და სხვა) პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა და თანამშრომლობა; ე) ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ - მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება (ანალიტიკური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები); ვ) ევროკავშირთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესახებ წინადადებების მომზადება; ზ) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება; თ) ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა; კ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ზოგადად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა; ლ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ინსტიტუტების სხდომების მომზადება, წარმართვა და მათი ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა; მ) ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP), ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის წინადადებების მომზადება; ნ) საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ო) ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა ევროკავშირში მათი ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა-გაზიარების მიზნით; პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში იმ სხდომების მომზადება, რომლის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეს წარმოადგენს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე; ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის სააგენტოებთან და პროგრამებთან თანამშრომლობის და მონაწილეობის, ასევე ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა.“; ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ევროკავშირთან ასოცირების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა.ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; ა.ბ) ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა/ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასა და ასოცირების დღის წესრიგის განახლებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების ორგანიზება; ა.გ) ასოცირების საბჭოს სხდომების მომზადება და სამდივნოს მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელება; ა.დ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ ასოცირების კომიტეტის სხდომების მომზადება და სამინისტროს მიერ ასოცირების კომიტეტის სხდომების მონაცვლეობითი თავმჯდომარეობის უზრუნველყოფა; ა.ე) ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის სხვა ფორმატების შეხვედრების მომზადება/ინიცირება; ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია; ა.ზ) ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა; ა.თ) ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის (განსაკუთრებით, პოლიტიკური მნიშვნელობის) საკითხების ლობირების მიზნით; ა.ი) ევროკავშირის დახმარების პროგრამებზე, ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობაზე ინფორმაციის და, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება; ა.კ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ხელშეკრულებების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისა და წარმართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ა.ლ) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემებზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების, ასევე ევროკავშირის მხრიდან საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ა.მ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტის მომზადება; ა.ნ) კომპეტენციის ფარგლებში, პრესის, ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდების, განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ა.ო) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება; ა.პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებლად პრესრელიზების მომზადება; ბ) აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ბ.ა) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ზოგადად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა; ბ.ბ) პერიოდულობით ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის სხდომების გამართვა; ბ.გ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტების, მინისტერიალების, არაფორმალური დიალოგის შეხვედრების, მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრების მომზადება; ბ.დ) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მონიტორინგის პროცესში უწყებათშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა და ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ბ.ე) საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგის სხდომების მომზადება და სამინისტროს მიერ დიალოგის სხდომების მონაცვლეობითი თავმჯდომარეობის უზრუნველყოფა; ბ.ვ) მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების (JLS) საკითხებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ბ.ზ) ევროკავშირში მიმდინარე პროცესების და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური მიმართულებების ანალიზი. თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლო ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; ბ.თ) სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობების არსებული ფორმების კვლევისა და შედარებითი ანალიზის განხორციელება; ბ.ი) ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების მომზადება და მათი შედეგების ანალიზი შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით; ბ.კ) საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული ანგარიშების ანალიზი დაინტერესებულ საქართველოს საელჩოებსა და მისიებს შორის ევროკავშირის თემებზე ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის ხელშეწყობის მიზნით; ბ.ლ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP), ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) თანამშრომლობის განვითარება; ბ.მ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტის მომზადება; ბ.ნ) კომპეტენციის ფარგლებში პრესის, ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდების, განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ბ.ო) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება; ბ.პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებლად პრესრელიზების მომზადება.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები