„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 21/09/2017
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.54.066.016122
150
21/09/2017
ვებგვერდი, 22/09/2017
040030000.54.066.016122
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №150

2017 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/08/2012, 040030000.54.066.016031) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 11, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.“;

ბ) მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 10, 11), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.“;

გ) მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 3), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol, WMO) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.“;

დ) მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 11, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.“;

ე) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სააერნაოსნო პროცედურების დიზაინის/კარტოგრაფიული მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორის (PANS-OPS/Cartographic) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან პროფესიული საავიაციო განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

„გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 4, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

16. საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორის (SAR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან  პროფესიული საავიაციო განათლება;

ბ) საავიაციო ძებნა-შველის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 11, 12), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია