„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016528
78
21/09/2017
ვებგვერდი, 21/09/2017
120010000.22.026.016528
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №78

2017 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/06/2013; სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016196) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „რ“ - „უ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„რ) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოცდილების გაზიარების მიმართულებების განსაზღვრა;

ს) გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი, გამოცდილების გაზიარების მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და გამოცდილების გაზიარების პორტალზე (შიდა სერვერზე) ინფორმაციის განთავსება და ადმინისტრირება;

ტ) გამოცდილების გაზიარებიდან მიღებული შედეგის მონიტორინგი აღსრულების პროცესში და გამოცდილების გაზიარების პრიორიტეტებზე რეკომენდაციების შემუშავება;

უ) გამოცდილების გაზიარების კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება.“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) გამოცდილების გაზიარების განყოფილება.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. გამოცდილების გაზიარების განყოფილების კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოცდილების გაზიარების მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამისი სპეციალისტების/ექსპერტების მოწვევა კომპეტენციის ფარგლებში;

დ) გამოცდილების გაზიარების მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა, გამოცდილების გაზიარების პორტალზე (შიდა სერვერზე) ინფორმაციის განთავსება და ადმინისტრირება;

ე) გამოცდილების გაზიარებიდან მიღებული შედეგის მონიტორინგი აღსრულების პროცესში;

ვ) გამოცდილების გაზიარების პრიორიტეტებზე რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) გამოცდილების გაზიარების კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია