„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016308
28
19/09/2017
ვებგვერდი, 20/09/2017
010250040.35.152.016308
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2017 წლის 19 სექტემბერი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (18/07/2014, ს/კ 010250040.35.152.016175). კერძოდ, რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1  თავი:

„თავი V1

დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო

მუხლი 341.  გენდერული თანასწორობის საბჭო

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის  დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის წესი, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი