დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების/პლაკატების/ გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის/ ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016402 |
|
„ქალაქ ქუთაისში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №190 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.08.2017, 010250020.35.123.016400), კერძოდ, დადგენილების მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატების, დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება შეუძლიათ განახორციელონ ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №2, ნაკვეთი №1-ში მდებარე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის გამზირი, №98-ის ჩრდილოეთით და ახალგაზრდობის გამზირი, №96-ის სამხრეთით არსებულ შენობაში (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლე“) და ქალაქ ქუთაისში, გ. ტაბიძის ქუჩის №58-ში (ყოფილი ქალაქი ქუთაისი, გ. ტაბიძის ქუჩა №60, ყოფილი №58, №24) მდებარე შენობაში (№2 მუსიკალური სკოლის შენობა, ფართობი: 718,61 კვ.მ). ამასთან, მითითებული ღონისძიებების, შეხვედრების გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ადმინისტრაციასთან.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 19 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები