დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 24/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/232
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 44 მოსამართლით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში – 45 მოსამართლით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 27 მოსამართლით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2017 წლის 25 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები