დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბროკერო შპს „ლიბერთი სიქიურითისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 9 ოქტომბრის N09-10/8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №97
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საბროკერო შპს „ლიბერთი სიქიურითისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 9 ოქტომბრის №09-10/8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
1. „საბროკერო შპს „ლიბერთი სიქიურითისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 9 ოქტომბრის №09-10/8 განკარგულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „ჰერითიჯ სიქიურითისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“.
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სს „ჰერითიჯ სიქიურითიზზე“ გაიცეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
2. სს „ჰერითიჯ სიქიურითიზზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.“.
2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კ. გვენეტაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები