შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 10/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 05/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000023
-
26/03/1996
გაურკვეველი, -, 10/12/1997
430003000.00.000.000023
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის

საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

            საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „ხელმომწერ მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა ხელი შეუწყონ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას იმ მიზნით, რომ გააადვილონ და მოაწესრიგონ ორ ქვეყანას შორის მგზავრთა და ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა და ტრანზიტი მათი ტერიტორიების გავლით თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე.  შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

გამოყენების სფერო

1.  ამ შეთანხმების დებულებები ვრცელდება მგზავრთა და ტვირთის ტრანსპორტირებაზე იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც რეგისტრირებულია ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთის ტერიტორიაზე, საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი მოძრაობით, ტრანზიტით მათი ტერიტორიის გავლით, ასევე, მესამე ქვეყნებში ან ქვეყნებიდან ტრანსპორტირებაზე.

2.    ეს შეთანხმება გავლენას არ ახდენს ხელმომწერი მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ხელმომწერი მხარისთვის ძალაში მყოფი სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეთანხმებების დებულებებიდან მგზავრთა და ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ.

მუხლი 2

განსაზღვრებანი

ამ შეთანხმების მიზნისათვის:

-       ტერმინი „გადამზიდი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მოქმედი ხელმძღვანელობითი შტაბ-ბინა რუმინეთში ან საქართველოში, რომელიც იმ ქვეყნის ეროვნული კანონების შესაბამისად, სადაც სატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული, უფლებამოსილია განახორციელოს მგზავრთა და ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირება დამკვეთის ან საკუთარი ხარჯით.

-      ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს საავტომობილო ტრანსპორტის ნებისმიერ საშუალებას, რომელიც მოძრაობს მექანიკურად, შექმნილია და გამოიყენება არანაკლებ 9 ადამიანის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით, ან ტვირთის გადასაზიდად და რომელიც რეგისტრირებულია ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთის ტერიტორიაზე.

ასევე სატრანსპორტო საშუალებად ითვლება ის ერთობლიობა, რომელიც შედგება სატვირთო ავტომობილისაგან, საწევარისა და მისაბმელის ან ნახევარმისაბმელისაგან, ის სატვირთო ავტომობილი და საწევარი, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე. მისაბმელი ან ნახევარმისაბმელი შეიძლება იყოს ან არ იყოს რეგისტრირებული იმავე ქვეყანაში.

-   ტერმინი „ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც გაცემულია ბაჟისაგან გათავისუფლების ან არგათავისუფლებისათვის თითოეული ხელმომწერი მხარის კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, და რომელიც მისი ძალაში ყოფნის პერიოდში, ტვირთის ტრანსპორტირებისას, გადამზიდს უფლებას აძლევს იმოძრაოს მხოლოდ ორი მიმართულებით (დაბრუნებით), პირდაპირი მოძრაობით ან ტრანზიტით მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიის გავლით: მგზავრთა ტრანსპორტირებისას, რომელიც მე-4 მუხლშია აღნიშნული ნებართვა გადამზიდს უფლებას აძლევს მოახდინოს ტრანსპორტირება განსაზღვრულ ვადაში.

-  ტერმინი „ქვოტა“ ნიშნავს თითოეული ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა მიერ ყოველწლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობას.

-    ტერმინი „მგზავრთა რეგულარული ტრანსპორტირების ნებართვა“ ნიშნავს ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის კანონქვემდებარე აქტების
შესაბამისად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც გადამზიდს უფლებას აძლევს დროის განსაზღვრულ პერიოდში განახორციელოს მგზავრთა რეგულარული ტრანსპორტირება, პირდაპირი მოძრაობით ან ტრანზიტით ამ ორი ხელმომწერი მხარის ტერიტორიის გავლით.

-   ტერმინი „ხელმომწერი მხარის ტერიტორია“ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიას ან რუმინეთის ტერიტორიას.

მგზავრთა გადაყვანა

მუხლი 3

რეგულარული ტრანსპორტირება

1.   ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ორგანოები წინასწარ გაცვლიან წინადადებებს ამგვარი გადაყვანების შესახებ.

ეს წინადადებები შეიცავენ მონაცემებს, რომელიც შეეხება გადამზიდის სახელს (კომპანია), მარშრუტს, განრიგს, ტარიფებს,ადგილებს, სადაც გადამზიდი შეჩერდება და ჩასვამს და გადმოსვამს მგზავრებს, ასევე, ტრანსპორტირების განსაზღვრულ დროსა და რეგულარობას ( სიხშირეს).

2.  რეგულარული ტრანსპორტირება ნებადართული უნდა იქნას თითოეული ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა მიერ, მათი ეროვნული კანონების დებულებების შესაბამისად და სატრანზიტო ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე. მათ შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე მარშრუტებისათვის.

3.    განაცხადი მგზავრთა რეგულარული ტრანსპორტირების ნებართვისთვის უნდა გადაეცეს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც სატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული, რომელსაც გააჩნია უფლება მიიღოს ან არ მიიღოს იგი. იმ შემთხვევაში, როცა განაცხადი არ იწვევს უარყოფას, მაშინ ეს კომპეტენტური ორგანო უგზავნის მას შემოწმებისათვის მეორე ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ტრანზიტისათვის საჭირო პირობების შეთანხმებასთან ერთად.

განაცხადის შინაარსი, ასევე, საავტობუსო ხაზების მოქმედების პირობები შეთანხმებული იქნება ამ შეთანხმების მე-15 მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის შეხვედრაზე.

მუხლი 4

არარეგულარული ტრანსპორტი

1.    მგზავრთა არარეგულარული ტრანსპორტირება იმისგან განსხვავებით, როგორც ეს ხდება რეგულარულ ხაზებზე, შეიძლება განხორციელდეს რომელიმე ხელმომწერი მხარის გადამზიდების მიერ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს მეორე ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ წინასწარ გაცემული ნებართვა, რომელიც მას ნებას რთავს ტრანსპორტირებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მოყვანილია მე-5 მუხლში.

2.    სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების დროს, რომელმაც მოახდინა მგზავრთა ტრანსპორტირება, არ უნდა მოხდეს იმ მგზავრების გადაყვანა, რომლებიც არ არიან აღნიშნული ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაყვანილ მგზავრთა სიაში.

3.      მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ნებართვის მიღებისათვის გაცემულ განაცხადებს უნდა მოჰყვეს იგივე პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებენ ამ შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

განაცხადების შინაარსი შეთანხმებული იქნება ერთობლივი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელსაც ითვალისწინებს ამ შეთანხმების მე-15 მუხლი.

მუხლი 5

ნებართვის მოთხოვნებისაგან გათავისუფლებული ტრანსპორტირებები

მგზავრთა ტრანსპორტირებები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან ნებართვის მოთხოვნებისაგან პირდაპირი მოძრაობის ან ტრანზიტის დროს, ხორციელდება მგზავრთა სიის შესაბამისად და არის შედეგი სახის:

1.  არარეგულარული ტრანსპორტირება ერთი და იგივე პირებისა, ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით მთელი მოგზაურობის დროს, გასვლისა და შესვლის პუნქტების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანაში არსებობა, არცერთი მგზავრის აყვანა ან ჩამოსმა გზაზე ან გაჩერებებზე შესაბამისი ხელმომწერი მხარის გარეთ („დახურული კარებით მოგზაურობა“).

2.  პირთა ჯგუფის არარეგულარული ტრანსპორტირება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანაში მდებარე პუნქტიდან მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტამდე. სატრანსპორტო საშუალება ამ ტერიტორიას ტოვებს ცარიელი.

3.  სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, იმ სატრანსპორტო საშუალების შესაცვლელად, რომელიც მომსახურებისათვის უვარგისი გახდა.

ტვირთის გადაზიდვა

მუხლი 6

მგზავრობის ნებართვები

1.      ორი ხელმომწერი მხარის ტერიტორიებს შორის დატვირთული ან ცარიელი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება, პირდაპირი მოძრაობით ან ტრანზიტით ხორციელდება ნებართვების საფუძველზე, რომლისგანაც მე-7 მუხლში აღნიშნული ტრანსპორტირება თავისუფლდება.

2.   ნებართვა სატრანსპორტო საშუალებაზე და გადამზიდის სახელზე გაიცემა იმ ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, სადაც სატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული. ნებართვა არ ექვემდებარება გადაცემას და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა გადამზიდის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მიერ.

3.  ნებართვა გადამზიდს უფლებას აძლევს დაბრუნების დროს დატვირთოს ტვირთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. თუკი ეს ტვირთი განკუთვნილია ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნისათვის.

4.   ხელმომწერი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეათანხმებენ ნებართვების ტიპსა და რაოდენობას.

მუხლი 7

ტრანსპორტირება, რომელიც არ საჭიროებს ნებართვას

1. ხელმომწერი მხარეების ტერიტორიაზე, პირდაპირი მოძრაობით ან ტრანზიტით, სატრანსპორტო საშუალებების მიერ ტვირთის გადაზიდვა უნდა ემყარებოდეს კომპეტენტურ ორგანოთა მიერ ქვოტის საფუძველზე წინასწარ გაცემულ ნებართვას, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც ქვემოთ არის განსაზღვრული:

a)     ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია დაზიანებული ან დამტვრეული სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისათვის, ბუქსირებისათვის ან შეკეთებისათვის;

b)     მიცვალებულის გადაყვანა;

c)  ბაზრობების, გამოფენებისა და კულტურული სანახაობებისათვის განკუთვნილი საგნებისა და მხატვრული ნამუშევრების ტრანსპორტირება;

d)      სარეკლამო საგნებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირება;

e)      საოჯახო ქონების ტრანსპორტირება;

f) თეატრალური, მუსიკალური, კინოსა და სპორტული სანახაობებისათვის, ცირკისათვის ან ბაზრობებისა და გამოფენებისათვის საჭირო მანქანების, აქსესუარების ან ცხოველების ტრანსპორტირება, ასევე, რადიო-სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმებისათვის განკუთვნილი ქონების ტრანსპორტირება;

g) სამედიცინო მოწყობილობის ტრანსპორტირება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით სტიქიური უბედურების დროსა და ტვირთისა და ამანათების გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

h) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვა, რომლის დატვირთვის დასაშვები წონა მისაბმელების ჩათვლით არ აღემატება ექვს (6) ტონას ან რომლის დასაშვები სასარგებლო დატვირთვა მისაბმელის ჩათვლით არ აღემატება 3.5 ტონას;

i)       ფოსტის გადაზიდვა, როგორც სახელმწიფო მომსახურება.

2.      ერთობლივ კომიტეტს მე-15 მუხლის თანახმად სრული უფლება აქვს გააკეთოს დამატებები 1-ლი პუნქტის მიმართ.

ზოგადი დებულებანი

მუხლი 8

ტრანსპორტირება მესამე ქვეყნიდან ან მესამე ქვეყანაში

გადამზიდებს, რომლებიც რომელიმე ხელმომწერი მხარის მიერ უფლებამოსილნი არიან მე-2 მუხლის დებულების შესაბამისად, შეუძლიათ აწარმოონ ტვირთის ტრანსპორტირება მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიასა და მესამე ქვეყანას შორის, ასევე, მესამე ქვეყნიდან მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ურთიერთგების საფუძველზე ამ ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ორგანოსგან მიიღეს ნებართვა.

მუხლი 9

სატრანსპორტო საშუალებათა წონა და განზომილებები

1.  თუ სატრანსპორტო საშუალების წონა, განზომილებები ან დატვირთვა ღერძზე აჭარბებს ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე არსებულ მაქსიმალურ საზღვრებს, მაშინ სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილ უნდა იქნას ამ ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით.

თუკი ეს ნებართვა ზღუდავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას განსაზღვრული მარშრუტით, მაშინ ტრანსპორტირება განხორციელდება მხოლოდ ამ მარშრუტის დაცვით.

2.   სპეციალური ნებართვა არ გამორიცხავს ნებართვას, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით.

მუხლი 10

საშიში ტვირთის ტრანსპორტირება

1.   საშიში ტვირთის ტრანსპორტირება თითოეული ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ნებადართულია მისი ეროვნული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2.  იმ შემთხვევაში თუ საშიში ტვირთის ტრანსპორტირება მოითხოვს სპეციალურ ნებართვას, მაშინ გადამზიდი მას მიიღებს მეორე ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ორგანოსაგან.

მუხლი 11

სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება

როგორც ამ შეთანხმების მე-2 მუხლშია აღნიშნული, რომელიმე ხელმომწერი მხარის გადამზიდები არ არიან უფლებამოსილნი აწარმოონ მგზავრთა ან ტვირთის ტრანსპორტირება მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიის ორ პუნქტს შორის.

მუხლი 12

საბუთების კონტროლი

1. ხელმომწერი მხარეების კომპეტენტური ორგანოები შეათანხმებენ ამ შეთანხმების დებულებების თანახმად განხორიცელებული ტრანსპორტირების კონტროლის გზებს.

2.    საერთაშორისო ტრანსპორტირებისათვის საჭირო საბუთები უნდა ინახებოდეს შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებში და წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ხელმომწერი მხარის უფლებამოსილ ორგანოთა მოთხოვნის საფუძველზე.

3.  რომელიმე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებიც მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიის გავლით აწარმოებენ საერთაშორისო ტრანსპორტირებას, უნდა ჰქონდეთ ეროვნული და საერთაშორისო ლიცენზია, ეროვნული სერთიფიკატი შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და ერთობლივი კომიტეტის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა საბუთები.

მუხლი 13

საბაჟო დებულებები

1.  ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, ასევე მისაბმელები, რომლებიც გამოიყენება ამ შეთანხმებაში აღნიშნული ტრანსპორტირებისათვის, მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე დროებით დაიშვება იმპორტზე გადასახადის გარეშე, იმ პირობით თუ სატრანსპორტო საშუალება დაბრუნდება იმ ქვეყანაში, საიდანაც დროებით იყვნენ ჩამოსული (რეექსპორტირებისთვის).

ანალოგიური პირობები არის გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილებისათვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დამატებითი მოწყობილობებისა და ტრანსპორტირების წარმართვისათვის საჭირო ჩვეულებრივი მოწყობილობებისთვისაც, რომლებიც იმპორტირებულია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით და რეექსპორტირებულია იგივე სატრანსპორტო საშუალებებით.

2.   საწვავი და საპოხი მასალები, რომელსაც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ ნორმით გათვალისწინებული საწვავის ავზები და რომლებიც გამოიყენება მოძრაობისთვის, და, არსებობის შემთხვევაში, სამაცივრო მოწყობილობების ფუნქციონირებისათვის, თავისუფლდება იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადებისაგან და არ ექვემდებარება იმპორტზე არსებულ რაიმე შეზღუდვისა და აკრძალვის ღონისძიებებს.

3.  სათადარიგო ნაწილები, რომლებიც იმპორტირებულია ხელმომწერი მხარის იმ სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით, რომელიც მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე უკვე დროებით იყო დაშვებული, გათავისფლებული იქნებიან ყოველგვარი საბაჟო გადასახადებისაგან და არ დაექვემდებარებიან მათ იმპორტზე არსებულ რაიმე შეზღუდვისა და აკრძალვის ღონისძიებებს.

შეცვლილი ან გამოუყენებელი ნაწილები უნდაიქნეს ან რეექსპორტირებული ან განადგურებული საბაჟო ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ.

4.    საბაჟო და სასაზღვრო პოლიციის კონტროლი, ასევე სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლი ხორციელდება რომელიმე ხელმომწერი მხარის სასაზღვრო გასასვლელებზე ეროვნული კანონმდებლობისა და ასევე იმ საერთაშორისო კონვენციების დებულებების თანახმად, რომლის მონაწილეც არის ორივე ქვეყანა.

მუხლი 14

კომპეტენტური ორგანოები

კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც ასრულებენ ამ შეთანხმებას არიან ტრანსპორტის მიმართ პასუხისმგებელი ორგანოები, სახელდობრ:

-         საქართველოსთვის: საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტემენტი.

-         რუმინეთისთვის: ტრანსპორტის სამინისტრო.

ხელმომწერი მხარეები ერთმანეთს აცნობენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს დასახელებაში ნებისმიერ ცვლილებას.

მუხლი 15

ერთობლივი კომიტეტი

1.    ამ შეთანხმების განმარტების შედეგად წამოჭრილი საკითხების შემოწმებისა და გადაწყვეტის მიზნით, შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელიც შედგენა ორივე ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებისგან.

2.    ერთობლივი კომიტეტი შეიკრიბება მონაცვლეობით თითოეული ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კომპეტენტური ორგანოს თხოვნის საფუძველზე.

მუხლი 16

ასაკრებლები და გადასახადები

1. ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ ტრანსპორტირებას ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გათავისუფლდებიან ყველანაირი გადასახადებისაგან, რომლითაც იბეგრება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ასევე, ყველა სპეციალური გადასახადებისაგან, რომლითაც იბეგრება ტრანსპორტირების წარმართვა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, ამ ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ეროვნული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2.  მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთობლივი კომიტეტი ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე დააწესებენ ნებართვის ქვოტებს, საგზაო გადასახადებისაგან გათავისუფლებით ან არგათავისუფლებით.

3.   ამ შეთანხმების გამოყენებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის გადახდები უნდა განხორციელდეს კონვერტირებად ვალუტაში. იმ
შემთხვევაში, თუ ხელმომწერი მხარეების მიერ დადებული იქნება
შეთანხმება ანგარიშსწორების შესახებ, მაშინ გამოიყენება მისი დებულებები.

4. საერთაშორისო მიმოსვლაში სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებიდან, ასევე, მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული გადაადგილებადი საგნების გამოყენებიდან მიღებული მოგებები, იბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც სატრანსპორტო საწარმოს მოქმედი ხელმძღვანელობა იმყოფება, იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერ მხარეებს შორის დაიდება შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, მაშინ გამოიყენება მისი დებულებები.

მუხლი 17

ეროვნული კანონების შესრულება

გადამზიდები და ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟი დაექვემდებარებიან იმ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, რომლებიც მართავენ მეორე ხელმომწერი მხარის საგზაო მოძრაობას.

ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხები, რომლებსაც არ ითვალისწინებს ეს შეთანხმება, დაექვემდებარებიან ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონებს, კანონქვემდებარე აქტებს და წესებს.

მუხლი 18

სანქციები

1.      იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელმომწერი მხარის გადამზიდმა ან სატრასპორტო საშუალების პერსონალმა არ დაიცვა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობა, ა, შეთანხმების დებულებები ან პირობები, რომელიც მოყვანილია ნებართვაში, მაშინ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, მეორე ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით შეუძლია მიიღოს შემდეგი ზომები:

a)   გააფრთხილოს გადამზიდი, რომელმაც მოახდინა დარღვევა, იმ პირობით, რომ სხვა დარღვევის შემთხვევაში გადაზიდვის ნებართვა გაუქმებული იქნება დროის განსაზღვრული პერიოდით ან ანულირებული იქნება ამ შეთანხმების  b) პუნქტის შესაბამისად.

b)   ანულირება გაუკეთოს ან უკან გამოითხოვოს ნებართვა, რომელიც უფლებას აძლევს გადამზიდს აწარმოოს ტრანსპორტირება იმ ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა დარღვევა.

2.     იმ კომპეტენტურმა ორგანომ, რომელმაც მიიღო ასეთი ზომა, უნდა აცნობოს მეორე ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ამის შესახებ.

3.    ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავს იმ კანონიერ სანქციებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ქვეყნის სასამართლოების ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, სადაც მოხდა დარღვევა.

მუხლი 19

დავა

ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ამ შეთანხმების განმარტებას ან გამოყენებას, გადაწყდება ორივე ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპეტენტური ორგანოები ვერ აღწევენ ურთიერთგაგებას, მაშინ დავა გადაიჭრება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 20

შეთანხმების ძალაში შესვლა, შესწორებები და მოქმედების შეწყვეტა

1.    ესშეთანხმება ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც ორივე ხელმომწერი მხარე შეატყობინებს ერთმანეთს მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალიწინებული ფორმალობების შესრულებას, რომელიც ეხება საეართაშორისო შეთანხმებების ძალაში შესვლის პროცედურებს.

2.  ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის შესწორებები შეთანხმდება ხელმომწერი მხარეების მიერ და ძალაში შევა იმ პროცედურების შესაბამისად, რომელიც აღნიშნულია ამ მუხლის 1-ელ პუნქტში.

3.    ეს შეთანხმება დადებულია სამი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება ახალი სამი (3) წლის ვადით, თუ ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის წერილობითი შეტყობინებით იგი არ არის დენონსირებული ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე არანაკლებ 90 დღით ადრე.

 

ხელმოწერილია ქ. თბილისში 1996 წლის ...... მარტს, ორ პირად ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განმარტების დროს, ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

რუმინეთის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)