დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016371 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/09/2017 - 25/05/2018)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებლი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი 1) და თანდართული ფორმები (ფორმა №1, 2, 3, 4).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
ეს წესი განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
1. ქონება – მცხეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის გამგებელი. 5. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. |
მუხლი 3.
ჩამოწერის მიზნით საინვეტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი
|
1. დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, ძირითადი და მცირეფასიანი ინვენტარიზაციის კომისიას დაევალოს დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერა.
2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი). 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ავსებს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და, საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3), ასევე, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. 5. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. |
მუხლი 4.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა
|
1. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ წესის მე-3 დანართის საფუძველზე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით, კომისიის და/ან აუდიტის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) განკარგვას დაწესებულება ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 5.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება
|
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
|
მუხლი 6.
მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი
|
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა № 1 და/ან ფორმა № 2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა № 3) ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა (ფორმა№4). შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.
|
ფორმა №1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 201 წლის----------------------------------------------------------- მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება -----------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. 5. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 201 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება-------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 201 წლის ----------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება-------------------------------------------------------
ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------
კომისიის დასკვნა ------------------------------------------------------------ კომისიის წევრები: 1 ---------------------------------------------------------- 2 ---------------------------------------------------------- 3 --------------------------------------------------------- 4 ---------------------------------------------------------- 5 ---------------------------------------------------------- ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი: ბ.ა.
ფორმა №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... 20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი: კომისიის წევრები: ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები