„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017020
326
18/09/2017
ვებგვერდი, 20/09/2017
200090000.22.033.017020
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №326

2017 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 752 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტში ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში;“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს იმ სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მითითებით) ნუსხა, სადაც განხორციელდება ქვითრის გაცემა.“.

2. 753 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების  შემთხვევაში კი გვერდით ფასადზე, თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX  FREE SHOPPING“;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს. სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის/ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან.“.

3. 754 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოელის მიერ უფლებამოსილი გამყიდველის სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ერთი ქვითრის მიხედვით 200 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის შეძენის შემთხვევაში, გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ქვითრის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ გამყიდველს უნდა წარედგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. „დანართი №III-26“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი