დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 325 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017019 |
325
18/09/2017
ვებგვერდი, 20/09/2017
200090000.22.033.017019
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 200090000.22.033.016112, 03.01.2011 წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 56-ე მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. როდესაც დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილია კსაფ-ი და აღნიშნულ დასაბეგრ ოპერაციაზე კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომისას გადასახადის გადამხდელს გაუქმებული აქვს ნუმერაციის ველი მის მიერ კსაფ-ის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, იგი უფლებამოსილია, დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაზე კსაფ-ის ნაცვლად გამოწეროს საფ-ი (გარდა ელექტრონული საფ-ისა).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები