დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016286 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ატარებს საკრებულოში შექმნილი საკონკურსო კომისია.“; ბ) მე-9 მუხლის: ბ.ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი (შემდგომ – აპარატის უფროსი) რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, რასაც საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად.“; გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის მეორე რანგის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“; დ) საკრებულოს აპარატის დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობებს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები