„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.017027
261
15/09/2017
ვებგვერდი, 15/09/2017
010210050.08.002.017027
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №261

2017 წლის 15 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27.03.2014, 010210050.08.002.016919) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რაც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულების ნორმათა გათვალისწინებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აფორმებს შრომით ხელშეკრულებას დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად აპარატში დასასაქმებელ პირთან;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეებს შესაბამის მოხელის კლასებს;“.

3. დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 მუხლი:

მუხლი 31. სამსახურში მიღების წესი

1. აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და თავისი პიროვნული თვისებების, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

2. აპარატში საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გარეშე.

3. აპარატში პროფესიულ საჯარო მოხელეებს კონკურსის გარეშე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირების წესით შეიძლება გადაეცეს საბჭოს მდივანს.

4. აპარატში შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნეს საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელთანაც კანონმდებლობის შესაბამისად შრომით ხელშეკრულებას აფორმებს საბჭოს მდივანი.

 5. აპარატში არ მიიღება პირი, თუ:

ა) ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; 

ბ) საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან არ არის გასული ერთი წელი;

გ) სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; 

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; 

ე) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი