დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 321 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017018 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის: |
1.
II1 კარის შემდეგ დაემატოს 3716 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3716. დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა 1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე - 37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. 2. გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით, განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ზვავის, ხანძრის, ავარიის ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოების არსებობის ფაქტი; ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაუძელველი ძალის ადგილზე, მისი მოქმედების არეალში გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი ობიექტის, სატრანსპორტო საშუალების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს, რომლის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს: ა) განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას; გ) „განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციას“ (დანართი №244). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახდო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებისაგან თუ საგადასახდო კონტროლის განხორციელებით გამოვლინდა ამ მუხლით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი.“. |
2.
3716 მუხლის შემდეგ დაემატოს დანართი №244 თანდართული რედაქციით. |
3.
82-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 912, 99-ე, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 153-ე, 1531, 1537, 1541, 1542, 1551-1556, 157-ე, 1571-1573, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე-1653, 16510, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“. |
4.
83-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 1537, 157-ე, 165-ე, 16510, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით.“. |
მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები