გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრით გამოვლენისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრით გამოვლენისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016359
45/2017
14/09/2017
ვებგვერდი, 15/09/2017
010210010.15.008.016359
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრით გამოვლენისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2017

2017 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრით გამოვლენისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნული, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლში აღნიშნული ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად  ასევე გაიმართება ხელახალი წილსყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული ურთიერთშეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ1” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული კომისიის წევრები კარგავენ სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი