„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020137
428
13/09/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
480140000.10.003.020137
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №428

2017 წლის 13 სექტემბერი

 ქ. თბილისი

 

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში (სსმ, 13/05/2010, მუხლი 839) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„გ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  სისტემაში  შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოში უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობის, თეატრების სადადგმო და ანსამბლების, ორკესტრების, მუსიკალური ცენტრების  შემოქმედებითი და სახელოვნებო სასწავლებლების სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფის, ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების, სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის, მუზეუმების მიერ ორგანიზებული აქტივობებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და გავრცელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი