„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016673
480
21/09/2017
ვებგვერდი, 25/09/2017
040030000.22.034.016673
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №480

2017 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; სსმ,7,17/01/2007, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.034.009.810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ინსპექტირების სამსახური სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით ახორციელებს მათი საქმიანობის პერიოდულ (გეგმური და არაგეგმური) შემოწმებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისი დასკვნების მომზადებას და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები არ მოიცავს ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებულ შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობებს.“;

ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:

„72. შიდა აუდიტის სამსახური ახორციელებს:

ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას;

ბ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

დ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;

 ე) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);

ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას (სისტემური აუდიტი);

ზ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, სააგენტოს ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტურ და საიმედო შეფასებას მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით  (ეფექტიანობის აუდიტი);

თ) სააგენტოს საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმებას და შეფასებას (შესაბამისობის აუდიტი);

ი) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვას და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;

კ) შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის რეალიზაციის მონიტორინგს;

ლ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ სააგენტოს დირექტორის პერიოდულ ინფორმირებას;

მ)  სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან საქმიანობის კოორდინაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე, სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს სააგენტოს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი